11:25 AM როგორ დავლიოთ კონიაკი? | |
![]() კონიაკის სმის განსაკუთრებული რიტუალი არსებობს და ვიდრე მის შესრულებას შევუდგებოდეთ, აუცილებელია ვიცოდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომლებიც ამ საოცარი სასმელის არომატისა და გემოს ბოლომდე შეგრძნებაში დაგვეხმარება. დასაწყისისთვის საჭიროა, სწორად შევარჩიოთ ბოკალი. ის გარეგნულად ტიტას უნდა გავდეს. ქვევით მომრგვალებული, გაშლილი და ზემოთ შევიწროვებული ფორმას კონიაკის არომატი თანდათანობით ამოაქვს ზემოთ და ამით მისი ბუკეტი ბოლომდე იხსნება. ვიდრე მოსვამდეთ, ყურადღებით შეხედეთ სასმელს. მისი ფერი ბევრს გეტყვით მის ასაკზე. ახალგაზრდა კონიაკი უფრო ღია ფერისაა, ძველი კი მუქი, თითქმის ცეცხლისფერი. იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ კონიაკის კონსისტენცია, აუცილებელია, წრიული მოძრაობებით ავამოძრაოთ სასმელი ბოკალში. მისი გვერდებიდან ჩამომავალი ნაკადი კონიაკის ასაკზე გამცნობთ. რაც უფრო დიდხანს რჩება მინაზე მათი კვალი, (50 წლიანი კონიაკის შემთხვევაში ეს 20 წამს გრძელდება), მით უფრო მეტია მისი ასაკი. სასმელის ვიზუალური მხარის შეფასების შემდეგ, შეგვიძლია მისი მომხიბვლელობით დავტკბეთ. კონიაკი თითო ნოტით ხსნის საკუთარ არომატს. ამომავალი, როგორც წესი, ვანილის სურნელებაა, ყვავილების ნაზი, კლასიკური არომატი, შემდეგ მოდის ხილისა და ბალახების, ბოლოს კი ძლიერი არომატები _ მუხის და პორტვეინის. სასმელის არომატის სრული გამის შეგრძნების შემდეგ, კონიაკი მცირე ყლუპებით უნდა მოვსვათ კონიაკის ე.წ. ატრიბუტიკის შერჩევისას ფრანგები 4 ჩ-ს წესით ხელმძღვანელობენ. და არც ცდებიან _ ნამდვილად საოცრად უხდება ერთმანეთს 4 რამ, რომელთა ფრანგული დასახელება სწორედ ჩ-თი იწყება: ცოგნაც, ცაფé, ციგარე, ცჰოცოლატ _ კონიაკი, ყავა, სიგარა და შოკოლადი. რაც შეეხება გავრცელებულ მე-5 ჩ-ს, ანუ ციტრონ-ს (ლიმონი), სამწუხაროდ მას ჯერ კიდევ თვლიან კონიაკის ატრიბუტად, მაგრამ სპეციალისტების აზრით ეს ძალიან არასწორი მიგნებაა, რადგან ლიმონის მძაფრი გემო და სუნი კონიაკის ბუკეტს ფაქტიურად კლავს. ბოლო წლებში ამ სასმელს ევროპაში ყინულთან ერთად მიირთმევენ, როგორც აპერიტივს. აზიაში წყალში გაზავებულ კონიაკს საჭმელსაც აყოლებენ. არსებობს უამრავი მრავალფეროვანი კოკტეილი კონიაკით, მაგრამ ჭეშმარიტი ჯენლტმენები მას ყოველგვარი დანამატების გარეშე მიირთმევენ. რატომ უნდა `გავაფუჭოთ~ კარგი სასმელი რაღაცით? მაგრამ კონიაკის კლასიკური მიღების წესი მისი ტემპერატურის კონტროლია. ის 20 გრადუსს უნდა აღენმატებოდეს. ამისთვის საკმარისია ბოკალს რამდენიმე წუთით ხელები შემოვაჭდოთ და საკუთარი სითბოთი გავათბოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონიაკის ბოკალის ცეცხლზე შეთბობა. თუმცა ასეთი პრაქტიკა საკმაოდ ხშირად გვხვდება რესტორნებში. ამის გაკეთება არც მაშინ ღირს, თუ კონიაკი ბოკალში ჯერ არაა ჩამოსხმული. ძლიერი შეთბობით კონიაკში არსებული და მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი არომატები ორთქლდება და მათ მაგივრად აქტიურდება შემთბარი სპირიტს ტონები. ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ საფრანგეთში მიღებული იყო კონიაკის დალევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მას სუფთა ან გაზირებული წყლით აზავებდნენ. ასეთი სასმელი ფინე ა I'ეაუ-დ იწოდებოდა. მხოლოდ საუკეთესო დაძველების მქონე კონიაკების შეთავაზება ხებოდა ტრაპეზის შემდეგ, მისი ღირსეულად დასრულების მიზნით. შემდგომში კონიაკის, როგორც აპერიტივის მოხმარების ტრადიცია მიივიწყეს. კონიაკის მწარმოებელი დიდი სახლების პრესტიჟისთვის ბრძოლის შედეგად აპერიტივის ნიშა ვისკიმ დაიკავა. თუმცა, ბოლო ათწლეულში სამომხმარებლო ბაზარზე სიტუაცია შეიცვალა და იგივე სახლები ახლა, საკუთარი გაყიდვების გაზრდის მიზნით, დიდ ძალ-ღონეს ხმარობენ, დაკარგული ტრადიციის აღსადგენად და ამტკიცებენ, რომ კონიაკი გაზირებულ წყალთან, ტონიკთან ან ყინულთან ერთად საკმაოდ კარგი აპერიტივია. ასევე საინტერესოა მისი შერწყმა შამპანურთან ან ვერმუტთან. რა თქმა უნდა ასეთი ექსპერიმენტებისთვის მხოლოდ `ახალგაზრდა~, იაფი პროდუქტი გამოიყენება. და მაინც, უპირატესად კონიაკი ტრაპეზის შემდეგ მოაქვთ, რადგან როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ის საკვაბის გადამუშავების პროცესს უწყობს ხელს. Richard Hennessy - დიდი ბრენდის დიდი ავტორი V. S. (Very Special) an Trois Etoiles ("სამი ვარსკვლავი") - კონიაკები 2,5 წლის დაძველებით 6 ზე მეტი წლის დაძველების კონიაკების კლასიფიკაცია აკრძალულია, რადგან პროცესი უკონტროლოა. მეორეს მხრივ ეს აკრძალვა საქმეს ურთულებს მომხმარებელს, რადგან ნიშნით X. , შეიძლება იყიდებოდეს როგორც 8-9 წლის, ისე 20 წლის კონიაკი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს კონიაკის ზოგიერთი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი და ექსპერტი არ იზიარებს აზრს, თითქოს, რაც უფრო ძველია კონიაკი, მით უფრო უკეთესია. | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
| |