MENU
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 11 » ლუდი ქალებმა გამოიგონეს?
4:36 PM
ლუდი ქალებმა გამოიგონეს?

მეგობრებთან ერთად კათხა ლუდის დალევა მამაკაცთა უმრავლესობისთვის განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქალებს, როგორც წესი, ეს საშინლად აღიზიანებთ. არადა, როგორც აღმოჩნდა, ლუდი ქალებს გამოუგონიათ და თავდაპირველად მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი.

მიუხედადავ იმისა, რომ დღეს ლუდის მომხმარებელთა უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ, ათასწლეულების წინ ლუდის როგორც მოხარშვა, ისე მისი დალევა მხოლოდ ქალთა პრეროგატივა იყო – აცხადებს ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი ჯეინ პეიტონი. ლუდმა უკანასკნელი 200 წლის მანძილზე მოიპოვა სასმელის სტატუსი, მანამდე ის საჭმელად ითვლებოდა და მისი მომზდება მხოლოდ ქალებს შეეძლოთ. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები ლუდს არა ღმერთების, არამედ ქალღმერთების საჩუქრად თვლიდნენ. ჯეინ პეიტონი თავის ახალ წიგნში, რომელიც ხანგრძლივი კვლევების შემდეგ გამოაქვეყნა, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 7000 წლის წინ შუამდინარეთსა და შუმერში ქალები იმდენად იყვნენ ლუდის ხარშვაში დაოსტატებულნი, რომ დუქნების მონოპოლისტებიც კი გახდნენ. ლუდის ხარშვა ქალების საქმე იყო ასევე ვიკინგებთან და ინგლისელებთან, რომლებმაც ეს სასმელი თავიანთ ყოველდღიურ რაციონში აქტიურად ჩართეს. მაგალითად, დედოფალი ელისაბედ I ლუდს თურმე დილაობით, საუზმეზე მიირთმევდა. XVIII საუკუნის ბოლოსკენ, მაშინ, როდესაც სამრეწველო რევოლუცია იკდებდა ფეხს, ლუდის სტატუსი და იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა. დანადგარების გამოჩენასთან ერთად ქალები სულ უფრო ნაკლებად იყვნენ ჩართულნი ლუდის ხარშვის საქმეში. ,,ვიცი, რომ კაცებს ძალიან გაუკვირდებათ ეს ამბავი, მაგრამ ლუდის შექმნისთვის მათ სწორედ ქალებს უნდა გადაუხადონ მადლობა” – განაცხადა ჯეინ პეიტონმა.

კატეგორია: ლუდი | ნანახია: 1288 | დაამატა: CH1PO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 9
9 keti14  
0
madloba gadagvixadet biggrin biggrin angel1

8 Kevlisha  
0
orive kargia biggrin yovelshemtxvevashi uars arc ertze ar vityodi biggrin

7 Dzebnili  
0
vaime ra qalia bozeeeeeesh, pirveli ra sexy ramea sad

6 CH1PO  
0
Grigala
ხო მეც გვიან ვიკაიფე biggrin დიდი მადლობა რათქმაუნდა flowers

5 Grigala  
0
CH1PO
3 ssssssssssssssss
რის მადლობა?

გოგოა ეტყობა biggrin

4 CH1PO  
0
3 ssssssssssssssss
რის მადლობა? broken cigar

3 ssssssssssssssss  
0
madloba gadanixadet:D:D:D

2 vodka_benzema  
0
ჯერ ქალი რა არის და მერე ლუდი აეუუფ

1 CH1PO  
0
ეხლა გული დამარტყამს lips notworthy specool

სახელი *:
Email *:
კოდი *: