5:44 AM კოქტეილის ისტორია | |
ისტორია - სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.
პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: "მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი". ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა. სწორედ მათ ვერსიებში ხშირად მოიხსენებდნენ ლამაზ ქალებს და ერთ-ერთი ვარაუდით, სიტყვა კოქტეილი სწორედ მათი სახელების ინიციალებისგან იყო შემდგარი. გთავაზობთ ყველაზე რეალურ ვერსიებს: 1) Coquetier-ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს სთავაზობდა. სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-ს, დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა. 2) შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი. 3) ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა. 4) 1769 წელს შექმნილი ეს ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო გავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა. 5) უძველესი დროიდან "cocked tail" (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს. კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება. კოქტეილის ძირითადი ტიპები: 1) ხანგრძლივი (ლონგ დრინქ) და მოკლე ე.წ. ხანგრძლივი სასმელები დიდი დოზით მზადდება და ბევრ ყინულს შეიცავს. მაგალითად, ასეთია დაიკირი, ჯოგერი, ჯულეპი, კობლერი, კოლადა, კოლინზი, კრიუშონი, კულერი, რიკკი, სლინგი, ფიზი, ფიქსი, ხაიბოლი და სხვა. მოკლე სასმელები უფრო ძლიერია და მცირე დოზით მზადდება. ასეთია დიგი, კრუსტა, სმეში, ფლიპი, ფრაპე, შუტერი, ეგ-ნოგი და სხვები. 2) ცივი და ცხელი ცივი სასმელები დიდი რაოდენობით ყინულს შეიცავს. ცხელი სასმელი, მაგალითად გლინტვეინის ტიპის, ადუღებული ღვინის ან მასალაში ცხელი წყლის დამატებით იქმნება. ზოგიერთ კოქტეილს ოთახის ტემპერატურით მიირთმევენ. 3) შერეული და ფენოვანი ე.წ. ფენოვანი კოქტეილი სხვადასხვა პროდუქტისგან მზადდება. მის მოსამზადებლად სხვადასხვა სასმელს მაღალ ჭიქაში ასხამენ და ჩასხმის დროს ყველაზე პირველი უფრო მძიმე მასაა. ჩასხმის შედეგად სხვადასხვა ფერის მქონე ფენები იქმნება. მაგალითად, ასეთი სასმელია შუტერი. გთავაზობთ საუკეთესო კოქტეილების რეცეპტებს: ------------------------------------------------------------ კოქტეილი ვისკით-კარდინალი 45 გ ვისკი ბურბონი 3-5 წვეთი ალუბლის წვენი 1 სუფრის კოვზი შტოშის წვენი 1 სუფრის კოვზი ბროწეულის წვენი 2 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი 1 სუფრის კოვზი შაქრის სიროფი 2 ცალი ალუბალი -------------------------------------------------------------- კოქტეილი კონიაკით-"თაფლობის წელი" ½ ჭიქა ყინულის ნატეხები 2 სუფრის კოვზი თაფლი 20 გრამი კონიაკი 4 სუფრის კოვზი ნაღები უმჯობესია, თუ დასახელებულ ინგრედიენტებს მიქსერით ათქვეფთ -------------------------------------------------------------------------------------- კოქტეილი ლუდით-SKIP AND GO NAKED ლუდი ლიმნის წვენი ჯინი ცოტა ბროწეულის წვენი შეფერილობისათვის ----------------------------------------------------------- კოქტეილი ღვინით-Sangria ყინულის ნატეხები 2 ბოთლი წითელი ესპანური ღვინო 125 მლ კონიაკი (აუცილებელი არ არის) 450 მლ სოდიანი წყალი ხილის ნაჭრები, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, ატამი. ---------------------------------------------------------------------------------------------------- კოქტეილი ჯინით -ტომ კოლინზი 40 მლ ჯინი 20 მლ ლიმნის წვენი 10 მლ შაქრის სიროფი ნახევარი ლიმონი 1 ალუბალი ---------------------------------------------- კოქტეილი რომით 20 მლ მუქი რომი 20 მლ ანანასის წვენი 10 მლ ფორთოხლის წვენი 10 მლ ლიმნის წვენი ------------------------------------------------- კოქტეილი ტეკილათი 50 მლ ტეკილა 30 მლ ლიმნის წვენი 20 მლ შაქრის სიროფი 1 ალუბალი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |